სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის რატი ოქროპირიძის განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
1. შეიქმნას სტუდენტ რატი ოქროპირიძის ფინალური საგამოცდო ნაშრომის შემფასებელი კომისია საგანში „პოლიტიკური კვლევის მეთოდები“ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა - ასოცირებული პროფესორი, დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
- ზვიად აბაშიძე – ასოცირებული პროფესორი;
- გიორგი მელიქიძე - ასისტენტ - პროფესორი, კომისიის მდივანი
2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.